ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯი
ულოცავს პროფესიული დუალური საგანმანათლებლო პროგრამის
"ლოკომოტივის მართვა" პროფესიულ სტუდენტს, გიორგი
ბუტულაშვილს, "ევროპის შეგირდთა
ქსელის" (EAN) წევრობას.
ა(ა)იპ პროფესიული
უნარების სააგენტომ ორგანიზება გაუწია პროფესიული დუალური საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების "ევროპის შეგირდთა
ქსელის" (EAN) ღონისძიებაზე დასწრებასა
და მონაწილეობის
მიღებას,
რომლის ფარგლებშიც საქართველოს სახელით ოთხი პროფესიული სტუდენტი შეირჩა. ხოლო ორმა მათგანმა მიიღო "ევროპის შეგირდთა
ქსელის" (EAN) წევრობის სტატუსი.
წევრობის სტატუსით,
გიორგი უკვე
დაესწრო EAN-ის
მიერ ჩატარებულ
კონფერენციას ბელგიის
დედაქალაქ ბრიუსელში,
სადაც ის ჩაერთო დუალურ სწავლებასთან დაკავშირებულ
დისკუსიებსა და პოლიტიკის ფორმირების პროცესებში.
მისი
რეგულარული მონაწილეობა
და უწყვეტი
ჩართულობა ხაზს
უსვამს გიორგის
წვლილისა და
საერთაშორისო კავშირების
შენარჩუნების მნიშვნელობას
პროფესიული განათლებისა
და შეგირდობის
სფეროში.
ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯი
მადლობას უხდის
პროფესიული უნარების
სააგენტოს ამ შესაძლებლობისთვის.